↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

და ვარ

გიგინეიშვილი დავარ

2026-07-181 წთ საკითხავი315 ნახვა

—
მე ხატიონებს შევუერთდი, ვით მახვეწარი,შუქმოიეფე სისპეტაკის ერთგული და ვარ,ინათა სისხლმა, თიკნის სისხლმა ცხარემ და მწარემდა ხუცის მიერ განათლული კარიკარ დავალ.
ნადირის კბილის შესაკვრელად ხელთა მაქვს კლიტე,არ მეშინია კლდე-ღრეებში მოხეტიალეს,ალქაჯი დაფრთხა, ავი თვალი თუმც ვეღარ მიტევს,შენი აღრევა სულს აწუხებს, ოხერ-ტიალი.
მუცლით მეზღაპრემ ამას წინათ მაუწყა ასე,სცრის, ზამთრის სუსხზე აწ იმედებს ნუღარ ამყარებ,მკურნალო ჩემო, ნანგრევების ცივ ქვაზე დაგსვეს,შენმა ფარ-ხმალმა ღამეს ბნელი ვეღარ გაჰყარა.
ჩემი სახელით დაგიდექი კედელ-საფარად,სიშიშვლე შენი არ იქნა და ვეღარ დავფარე.

გიგინეიშვილი დავარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი