საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის თავდაცვის უწყების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის თავდაცვის უწყების ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში პროვოკაციას ამზადებს."რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, თითქოსდა ქართული მხარე ამზადებს პროვოკაციას კონფლიქტის ზონაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამგვარი პროვოკაცია შეიძლება მოაწყოს რუსულმა მხარემ, რაც მიზნად ისახავს რუსეთის საჯარისო ნაწილების დარჩენას კონფლიქტის ზონაში",-აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
