ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე ხვალ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე იმსჯელებენ
წინასწარი ინფორმაციით, იგი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტებს შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის თაობაზე ისაუბრებს.
ნატოს მინისტერიალზე ასევე განიხილება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი და რუსეთისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდგომი ურთერთობის საკითხი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აცნობეს, ხვალვე დაგეგმილია ეკა ტყეშელაშვილის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ნატოს წევრი სახელმწფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
წყარო : http://www.interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=100&info_id=236403