გაერო – გორი მაროდიორების მიერ არის დარბეული
- "შენობები ძალიან არ არის დაზიანებული, მაგრამ ყველგან – მაღაზიებსა და კერძო საცხოვრებლებში მასიური მაროდიორობის კვალი ჩანს", - ნათქვამია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამმართველოს განცხადებაში.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გორში იმ ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელთაც საბრძოლო მოქმედებების დროს ქალაქი არ დაუტოვებიათ. ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად გორის ცენტრალურ მოედანზე მხოლოდ 50-60 ადამიანი მივიდა.
გაერო-ს მონაცემებით, კონფლიქტის ზონა სულ 158 600-მა ადამიანმა დატოვა. რუსული არმიის მიახლოების გამო გორის დატოვება ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივ ადმინისტრაციასა და პოლიციასაც მოუხდა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3510