პოლონეთში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის განლაგება დააჩქარდა
საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა პოლონეთში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის განლაგება დააჩქარა
| [”ინტერპრესნიუსი”] აშშ–ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი პოლონეთში ჩავიდა, რათა ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს. 14 აგვისტოს ამერიკულ და პოლონურ მხარეებს შორის გაფორმდა წინასწარი შეთანხმება პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტების განთავსებას შესახებ. შეთანხმების თანახმად, პოლონეთის ჩრდილოეთით ათი ამერიკული რაკეტაგადამჭრელი განთავსდება. ჩიხში შესული მოლაპარაკებები 18 თვეს გრძელდებოდა, ხოლო მისი დასრულების მიზეზი საქართველოში მიმდინარე მოვლენები გახდა. შეთანხმების თანახმად, ვაშინგტონი პოლონური ჯარის მოდერნიზებისთვის პოლონეთში ასევე კომპლესს ”პატრიოტს” განათავსებს. ამერიკული ჯარი და ანტისარაკეტო კომპლექსი პოლონეთში 2012 წლისთვის განთავსდება. რუსეთი პოლონეთში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების წინააღმდეგ გამოდის. |
