ნატო საქართველოს შვიდი მიმართულებით დაეხმარება
სიმონსის განცხადებით, ნატოს მთავარი მიზანია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ იყოს შელახული და ყველაფერი გაკეთდეს ქვეყნის მთლიანობის დასაცავად.
,,დღეს მთავარი ამოცანაა საქართველოდან რუსული სამხედრო ნაწილების გასვლა და რუსეთის მიერ ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება", –დასძინა სტუმარმა. მისი თქმით, ნატო რჩება საქართველოს მთავარ პარტნიორად და დაეხმარება კონკრეტული ღონისძიებების გატარებაში. ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ნატო-საქართველოს საბჭო, უკვე ნიშნავს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას, ვინაიდან ამ საბჭოს ფუნქციონირების მთავარი მიზანი საქართველოს დახმარება იქნება.
"ნატო-საქართველოს საბჭო გააგრძელებს ბუქარესტის გადაწყვეტილებების განხორციელებას და ხელს შეუწყობს პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას", _განაცხადა სიმონსმა.
რობერტ სიმონსმა არ დააკონკრეტა, თუ რას ითვალისწინებს ნატოს მხრიდან საქართველოს 7 მიმართულებით დახმარება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ნატო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის აღდგენაში დაეხმარება.
http://www.interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=100&info_id=237022
