↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Მდესპანი

მედია-კრიზისის რეალობა: კუდიანებზე ნადირობა დაიწყო

leonardo 5 წთ კითხვა 998 0 კომენტარი
წყარო: Presa.ge

მედია-კრიზისის რეალობა: კუდიანებზე ნადირობა დაიწყო

[მაია თეთრაძე, ”ვერსია”]
ვითარება ნელ-ნელა სტაბილური ხდება, ცეცხლი შეწყდა და, როგორც ჩანს, მეორე ფრონტი ახლა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის გაიხსნება. ამის ნიშნები უკვე გაჩნდა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, მეოთხე ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი დანარჩენი სამის უსუსურობაზე. უკვე მოიცალეს კიდეც... ამის დასტურად პოპულარული ინტერნეტ-გამოცემა “პრესა.გე”-ს ირგვლივ აგორებული სკანდალიც კმარა.

თუმცა, მანამდე ის გავარკვიოთ, როგორ უნდა მუშაობდეს საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში მედია და რა სახის ინფორმაციებს უნდა აწვდიდეს საზოგადოებას, რამდენად მზად ვიყავით ქართველი ჟურნალისტები საომარ მდგომარეობაში მუშაობისთვის? ეს ის კითხვებია, რომლებიც დღეს, ყველაზე მეტად, ალბათ, სწორედ ჟურნალისტებს გვაწუხებს.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · საზოგადოება და ეკონომიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი