მილიბენდი: რუსეთის გადაწყვეტილება ”ვერ იმუშავებს”
მისივე თქმით რუსეთის გადაწყვეტილება, რომელიც ”კიდევ უფრო ამძაფრებს ისედაც უკიდურესად დაძაბულ ვითარებას,” უბრალოდ ”ვერც კი იმუშავებს.”
”ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას და ამას ვერ შეცვლის ვერანაირი დადგენილება მოსკოვიდან,” - დასძინა მან, ”რუსეთის ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ ითვალისწინებს იმ ასობით ათასი ქართველის აზრს, რომლებიც აიძულეს დაეტოვებინათ საკუთარი სახლები ამ ორ ტერიტორიაზე [აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი].”
მან ასევე მოუწოდა რუსეთს შეასრულოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულება და სრულიად გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.