მთაწმინდაზე ტყის მასივი იწვის
მთაწმინდაზე ტყის მასივი იწვის
[”ინტერპრესნიუსი”]მთაწმინდაზე ტყის მასივი იწვის. როგორც "ინტრპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურიდან აცნობეს, შეტყობინება ხანძრის შესახებ ამ წუთებში შევიდა. ამ ეტაპზე ადგილზე 5 სახანძრო მანქანაა გასული და კიდევ ხდება სახანძრო მანქანის მობილიზება.
ტყის მასივს ცეცხლი დაახლოებით გოგებაშვილის ქუჩის მხრიდან უკიდია. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული.
