ვაშინგტონში რუსულ არაყს ბოიკოტი გამოუცხადეს
რუსული არყის წინააღმდეგ ბოიკოტი მის მაღაზიაში ”მანამ გაგრძელდება, სანამ რუსები არ დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას და სანამ საქართველოს ხელისუფლება საბოლოო შედეგებით არ დარჩება კმაყოფილი,” - აცხადებს მაღაზიის 58 წლის მფლობელი.
ფილდმანი, რომელსაც არავითარი შეხება და კავშირი არა აქვს საქართველოსთან, ხაზს უსვამს, რომ ასევე შეწუხებულია რუსეთში ქართული პროდუქციის შეტანის აკრძალვის გამო და ამას ”ეკონომიკურ ომს” უწოდებს.
- ”მანაღვლებს ის ფაქტი, რომ რუსეთში თავიანთი პროდუქტის აკრძალვის გამო ქართველი მეღვინეები დიდ ზარალს განიცდიან”. ამერიკული მაღაზიის მფლობელი მოუწოდებს მყიდველებს, უფრო მეტი ქართული ღვინო შეიძინონ.
- ”რა შეუძლია ერთ მოვაჭრეს გააკეთოს? ძლიან ცოტა, მაგრამ ეს ხომ შეგვიძლია?” - ამბობს ფილდმანი.
როცა ჟურნალისტმა ფილდმანს ჰკითხა, თუ რას ეტყვის ის თავის მომხმარებლებს, რომლებსაც ძალიან უყვართ ცნობილი ”სტოლიჩნაია”, მან უპასუხა, რომ შესთავაზებს სხვა მარკას. ”მე ვეტყვი: უკაცრავად, მაგრამ მე სინდისი მაქვს და აქ ”სტოლიჩნაია” არ არის. და რას იტყვით შესანიშნავ ფინურ არაყზე?”- პასუხობს მაღაზიის მფლობელი.
წყარო:www.presa.ge