აშშ აპირებს, რუსებს საქართველოში მიტაცებული "ჰამერების" ფასი გადაახდევინოს
აშშ აპირებს, რუსებს საქართველოში მიტაცებული "ჰამერების" ფასი გადაახდევინოს
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჯეიმს კონუეინმა განაცხადა, რომ პენტაგონი აპირებს რუსეთისგან საქართველოში მოპარული 5 "ჰამერი" მოითხოვოს. ამის შესახებ გაზეთი Los Angeles Times იუწყება.
"ვფიქრობ, ჩვენ რუსებს ანგარიშს წარვუდგენთ და რაღაც ამის მსგავსსაც ვეტყვით: "ბიჭებო" ან გადაიხადეთ, ან დაგვიბრუნეთ ჩვენი მანქანები", - განაცხადა კონუეინმა.
როგორც გამომცემლობა იუწყება, "ჰამერების" ფასი, რომელიც ამერიკელებმა ქართველი სამხედროების ტაქტიკური მომზადების ფარგლებში საქართველოში ჩაიყვანეს 540 ათას დოლარს შეადგენს.
როგორც სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება, რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა მიტაცებულ "ჰამერებში" ბევრი საინტერესი რამ აღმოაჩინეს და მათი აშშ-სთვის დაბრუნებას არ აპირებენ და ამერიკელების შესაბამის მოთხოვნას არაკორექტული უწოდა.