რუსეთმა ”დიდი შვიდეულის” ქვეყნების განცხადებას ”წინასწარაკვიატებული და დაუსაბუთებელი” უწოდა
რუსეთმა ”დიდი შვიდეულის” ქვეყნების განცხადებას ”წინასწარაკვიატებული და დაუსაბუთებელი” უწოდა
[”ინტერპრესნიუსი”]რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ”წინასწარაკვიატებული და დაუსაბუთებელი” უწოდა ”დიდი შვიდეულის” ქვეყნების განცხადებას, სადაც რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა გაკრიტიკებული.
”ბი-ბი-სი”-ს ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების საიტზე დღეს გამოჩნდა.
- ”აღნიშნული ნაბიჯი ატარებს გადაჭარბებულ ხასიათს და მიმართულია საქართველოს აგრესიის გასამართლებლად”, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებით ”დიდი რვიანიდან” შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებმა იგნორირება გაუკეთეს რუსეთის არგუმენტირებულ პოზიციას რთული, მაგრამ ერთადერთი სანდო გადაწყვეტილების მიღების გამო.
შეგახსენებთ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთის მოქმედება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3735