რუსეთი კვლავ თავისმართლებაშია
რუსეთი კვლავ თავისმართლებაშია
[”ინტერპრესნიუსი”]პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი კვლავ ცდილობს გაამართლოს ის ნაბიჯები, რაც რუსეთმა ბოლო დროს განახორციელა.
როგორც პუტინმა გერმანელ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, ქვეყანას უნდა შეეძლოს, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე.
- ”ვფიქრობ, ქვეყანას უნდა შეეძლოს, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები მშოდობისმყოფელთა ჩარჩოში”,-განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ეს ასეა, მიუხედავად იმისა, რასაც უნდა ამბობდნენ ევროპელიები და ამერიკელები.
- ”თუ გარკვეულ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ მათ შეუძლიათ, იყვნენ საუკეთესოები და სამსახური გაუწიონ სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს, ასეთი ქვეყნების ავტორიტეტი შეილახება, რითაც უნდა ხსნიდნენ ისინი თავიანთ პოზიცას”,-აცხადებს ვლადმიერ პუტინი.
მისივე თქმით, რუსეთი ყურადღებით დააკვირდება პირველი სექტემბერის ევროკავშირის საგანგებო სხდომას, სადაც რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი უნდა განიხილონ.
- ”ჩვენთვის სულ ერთი არ არის ეს საკითხი და ყურადღებით დავაკვირდებით ყველაფერს. იმედს დავიტოვებთ, რომ წინა პლანზე არა პოილიტიკური გადაწყვეტილებები, არამედ საღი გონება იქნება წამოწეული, რასაც ობიექტური შეფასება მოყვება”,-აღნიშნა პუტინმა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3746