სერგეი ივანოვი - რუსეთი არავის ემუქრება, რუსეთი თავის ინტერესებს იცავს
სერგეი ივანოვი - რუსეთი არავის ემუქრება, რუსეთი თავის ინტერესებს იცავს
რუსეთის ვიცე-პრემიერის სერგეი ივანოვის განცხადებით, რუსეთ-ნატოს შორის მომავალი ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ პოლიტიკას აირჩევს თავად ალიანსი რუსეთთან მიმართებაში.
"ეს არ არის ეკონომიკური ბლოკი, არც საქველმოქმედო გაერთიანება, ნატო რჩება სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული იმისათვის, რომ ბლოკთან თანაბარ უფლებებზე დამყარებული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს, სადაც ყველა მონაწილის უსაფრთხოების ინტერესები იქნება გათვალისწინებული. ამასთან, ჩვენ არასდროს უგულვებელვყობთ საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებს", - განაცხადა ივანოვმა ტელეკომპანია "ვესტის" პირდაპირ ეთერში.
მისი თქმით, რუსეთი არავის ემუქრება, რუსეთი იცავს თავის ინტერესებს. "რუსეთი სამხრეთ ოსეთში უმაღლესი ღირებულების - საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დასაცავად იბრძოდა. ასე იქცევა ყველა ცივილური სახელმწიფო, ხაზს ვუსვამ ცივილური", - აცხადებს ივანოვი.
www.InterPressNews.ge
