ნატო-ს ალტერნატივად ახალი, პრორუსული გაერთიანება იბადება?!
ნეკრასოვის ჟურნალისტური გამოძიებით, პრემიერი პუტინი სტუდენტობის პერიოდში ”დაწინაურდა”, სპეცსამსახურებთან შეკრული ახალგაზრდა ვალოდია, თურმე, თავისი კურსელების თვალთვალით იყო აქტიურად დაკავებული და დასმენებით კრემლს პოტენციური ”მტრები” ჩამოაცილა.
- ”ეს პერიოდი სულაც არ არის შავი ლაქა ჩემს ცხოვრებაში, არ ვმალავ, იმთავითვე მიმიღია მონაწილეობა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში ისევე, როგორც არასოდეს დამიმალავს, ჩემი მოწოდება საბჭოთა კავშირის რეინკარნაციაზე. მიმაჩნია, რომ თუ ნატო-ს აქვს გაფართოების უფლება, კრემლმა თავისი საზღვრების განმტკიცებაზე ზრუნვა არ უნდა შეწყვიტოს. ნატო-ს ალტერნატივად ახალი, პრორუსული გაერთიანებაა ჩამოსაყალიბებელი”, - მოგვიანებით იტყვის პრეზიდენტი პუტინი.
ასეთი იდეები რუსულ პოლიტსპექტრში არცთუ მიუღებელია, რადგან ყველა შეეგუა აზრს, რომ ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლანი კგბ-ს ოფიცრები არიან და დროშის ფერებიც კი ამ კონტექსტში სიმბოლური დეტალია - კრასნი, გოლუბოი, ბელი (კგბ).
რუსეთის თვალთმაქცობა ისევე, როგორც 1989 წლის 9 აპრილს, პატარა, მაგრამ მენტალობით ევროპულმა საქართველომ გაშიფრა და კრემლს უკვე მეორედ მოუწევს, საქართველოსთან საბედისწერო იაღლიშით, დასავლური ქვეყნებისგან იზოლირება.
- ”საქართველო ლაკმუსია, რამაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის მკვეთრად გამოვლენა შესძლო”, - აცხადებს გარი კასპაროვი.
ორმაგი სტანდარტი - რუსეთის პოლიტიკის მკვეთრად გამოხატული ნიშანია - რა საჭიროა რუსეთში, ერთი და იგივე სიმაღლის, იდეოლოგიისა და სულისკვეთების, ფაქტიური და ფიქტიური პრეზიდენტი?
ამ კითხვაზე რუსი პოლიტოლოგები ასე პასუხობენ: ”დიახ, მედვედევი პრეზიდენტია, მაგრამ პუტინი... ისიც, ჯერჯერობით, ძველ ამპლუაში რჩება”.
დასავლური იდეოლოგიისთვის დევნილი რუსი პოლიტოლოგი ვიტალი სკოიბედა აცხადებს, რომ ”რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობს ”ხალიჩის ქვეშ ბრძოლა”, ანუ ბრძოლა პოლიტიკოსებისა, რომლებიც გავლენის სფეროების გაზრდისკენ ისწრაფვიან. რაც შეეხება პუტინ-მედვედევს, ეს ერთი და იგივე ზღაპრის, კეთილ-ბოროტი პერსონაჟებია. გააჩნია, რა სიუჟეტის გათამაშება სურს იმპერიას”.
დღეს მსოფლიო ელოდება რუსი ინტელიგენციის პასუხს კრემლის პოლიტიკაზე, თუმცა თავად რუსეთში, ასეთი მოლოდინის ნიშნებიც კი არ ჩანს:
- ”პუტინმა ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა, მას გუნდად დაჰყვება კრემლის ელიტა, იქნებ, რამეს გამორჩნენ და მისი ნასუფრალი მიიღონ, ხალხის ფენებიდან უკვე მოხალისედ წასვლაზე აცხადებენ მზაობას, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგეს, საბრძოლველად არავინ გაიწევს”, - აცხადებს ყოფილი დისიდენტი ვალერია ნავადვორსაკაია, - რუსეთი ბოროტების იმპერიაა, ნორმალური სახელმწიფო საზღვრებსმიღმა პრეტენზიებს არ უნდა აცხადებდეს, რუსეთს კი არაფერი აქვს სხვა ქვეყნებისთვის შესათავაზებელი, ბომბების გარდა. ისე, რატომ არავინ ეკითხება კრემლს, როგორ გაჩნდა აფხაზეთსა და ოსეთში რუსეთის მოქალაქეები? ის ხომ პასპორტებს ჰუმანიტარული დახმარებასავით არიგებდა და საბაბიც გაჩნდა, როგორც ჰიტლერმა ავსტრიაში საკუთარი მოქალეების დაცვის მიზნით ეთნოწმენდა იწყო, ასე მოიქცა კრემლი”.
რუსი სამხედრო ექსპერტი, პაველ ფელენგაური, რომელმაც ჯერ კიდევ ივნისში გაახმაურა პუტინის ხელისუფლების გეგმა საქართველოზე თავდასხმის შესახებ, ამჯერადაც მკვეთრ განცხადებებს აკეთებს:
- ”რუსეთის ფედერაციამ ომი წინდაწინ ჩაიფიქრა, მისი სამიზნე, თავდაპირველად, კოდორი იყო, მაგრამ ხეობაში დიდთოვლობა იცის, ძნელია პროგნოზირება, როდის დაიწყება თოვა, ამასთანავე დეკემბრის ნატო-ს მინისტერიალი ახლოვდება, ამიტომაც ვა-ბანკზე წავიდა და სეპარატისტებთან შეთანხმებით, ბრძოლის პოლიგონად სამხრეთ ოსეთი იქცა, იმპერიას ეს ეთნოწმედა ბუმერანგივით დაუბრუნდება, რუსეთი უკვე შერყეულია!”
http://presa.ge/index.php?text=news&i=3767