თურქეთმა რუსული პროდუქციის შეტანაზე ემბარგო დააწესა
თურქეთმა რუსული პროდუქციის შეტანაზე ემბარგო დააწესა
[”ინტერპრესნიუსი”]თურქეთმა დღეიდან რუსული წარმოების საქონელზე ემბარგო შემოიღო, - იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო ”აპა”.
აღნიშნული ნაბიჯი ანკარამ რუსეთის საპასუხოდ განახორციელა, რომელმაც ემბარგო თურქული წარმოების პროდუქციის შეტანაზე აამოქმედა.
რუსეთმა აკრძალა თურქული პროდუქციის შეტანა არა მხოლოდ თურქეთიდან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც.
თურქეთის სახელმწიფო მინისტრის გიურშად ტუზმენის განცხადებით, ამ აკრძალვებით ორივე ქვეყანა ზარალდება:
- ”რუსეთის მხრიდან ეს უკანონო ნაბიჯია, რომელიც ჩვენს პროდუქციას პრობლემებს უქმნის. ამის შედეგად ზარალდებიან თურქი ექსპორტიორები და რუსი იმპორტიორები, ასევე მსოფლიო მარკები. საერთაშორისო ურთიერთობებში არის ტერმინი ”საპასუხო ზომა” და ჩვენი მოქმედებები სწორედ ამ ტერმინს შეესაბამება”, - განაცხადა ტუზმენმა.
