კრემლმა დანარჩენი მსოფლიოსადმი 5 მესიჯი გამოაქვეყნა
მსოფლიო საზოგადოებისადმი ეს 5 პრინციპი კრემლმა შემდეგნაირად გაშალა: ”ჩვენ არ შეგვიძლია, მივიღოთ მსოფლიოს იმგვარი მოწყობა, სადაც ყველა გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ერთი ქვეყანა, თუნდაც - ისეთი ავტორიტეტული, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ამგვარი მსოფლიო მყიფეა და ყველას კონფლიქტებს უქადის; რუსეთს არც ერთ ქვეყანასთან კონფრონტაცია არ სურს და იზოლირებას არ აპირებს. ჩვენ ვაგრძელებთ მეგობრულ ურთიერთობებს ევროპასთან, აშშ-სთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან და ამ მეგობრულ ურთიერთობებს განვავითარებთ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება; ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეს და ღირსებას. რუსეთისთვის არსებობს რეგიონები, სადაც მას პრივილეგირებული ინტერესები გააჩნია. ამ რეგიონებში კი განლაგებული არიან ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ტრადიციული, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები გაგვაჩნია. ჩვენ ძალიან ყურადღებით გავაგრძელებთ ამ რეგიონებში მუშაობას და ჩვენს უახლოეს მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას”, - განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა.
რომელმაც კრემლის პოზიცია კიდევ ერთხელ გაახმაურა, ახლა უკვე - საკმაოდ ღიად: რუსეთი არ აპირებს, ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიას შეეგუოს, გაფრთხილებას აძლევს ევპროპას და არ აპირებს, ისეთ რეგიონზე, როგორიც თუნდაც კავკასიის რეგიონია, კონტროლის დაკარგვას დათანხმდეს. მოსკოვი საკუთარ ”მესიჯებზე” პასუხს სავარაუდოდ, ევროკავშირის დღევანდელი საგანგებო სამიტიდან ელის.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3773