ევროკავშირი დაარწმუნეს, რომ მას რუსეთისთვის მკაცრი გადაწყვეტილება არ გამოეტანა
სულმოკლე ქვეყნებმა ევროკავშირი დაარწმუნეს, რომ მას რუსეთისთვის მკაცრი გადაწყვეტილება არ გამოეტანა
| [”Daily Telegraph”] მსოფლიო პრესა ეხმაურება გუშინდელ ევროკავშირის სამიტს, სადაც საქართველოს საკითხი განიხილებოდა. სამიტზე საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული არმიის უკანონოდ ყოფნის და საქართველოს ტერიტორიის - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებელ სახელმწიფო ერთეულებად აღიარების გამო, რუსეთს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება და ჯარების გაყვანის ვადა 14 ნოემბრამდე, მიეცა. რაც შეეხება სანქციებს, რომელზეც ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები სამიტამდე მკაცრად ლაპარაკობდნენ, ბრიუსელში რუსეთისათვის არავის წაუყენებია და ეს საკითხი არც განხილულა. Daily Telegraph წერს: ”განსხვავებით ერაყის ოპერაციის წინ გამართული რიგგარეშე სამიტისა, ევროპის გუშინდელ შეკრებაზე ფსონი, 27ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებზე იყო დადებული. სულმოკლე ქვეყნებმა იმის, შიშით, რომ რუსეთან კონფრონტაციიით ევროპა ზამთარში ჩაბნელებულ და გაყინულ ქალაქებს მიიღებს, დაარწმუნეს ევროკავშირი, ზომები არ მიეღოთ, რათა რუსეთს მათი გადაწყვეტილება პროვოკაციად არ ჩაეთვალა.” |