რუსეთის ფედერაციას ოფიციალურად ეცნობა დიპურთიერთობების გაწყვეტის შესახებ
”პირველ ნოტაში აღნიშნულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მტრულ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში, ქვეყნის ნაწილის ოკუპაციაში, საქართველოს ტერიტორიის საერთაშორისოდ აღიარებულ ნაწილებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკურ წმენდასა და მათი ე.წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებაში, გამომდინარე საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვისტოს დადგენილებიდან, საქართველო წყვეტს 1992 წლის 2 ივლისის "საქართველოს რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ” ოქმის მოქმედებას,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მეორე ნოტაში, ქართული მხარე აღნიშნავს, რომ მოსკოვში არსებული საკონსულო სამსახური - კონსული, ორი ვიცე-კონსული, ტექნიკური პერსონალი - განაგრძობს თავის საქმიანობას.
