დიკ ჩეინი - თავისუფალი სამყაროს პასუხისმგებლობაა, დაეხმაროს საქართველოს
რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს; დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს მშვიდობიანი რეზოლუციის მიღებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად.
როგორც დიკ ჩეინიმ აღნიშნა, საქართველოში ჩამოიტანა მეგობრობის შეტყობინება, რომ ამერიკელებს ძალიან კარგად ესმით ის სირთულეები, რაც საქართველომ ბოლო დღეებში გადაიტანა, ამერიკელები ქართველი ხალხის გვერდით დგანან.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა იმ დახმარებაზე, რომელსაც ამერიკა უწევენ საქართველოს. კერძოდ, დღემდე, მისი თქმით, გაწეულია დაახლოებით 30 მილიონი დოლარის დახმარება ჰუმანიტარული ტვირთის სახით, რაც 1200 ტონაზე მეტ საკვებ პროდუქტსა და აღჭურვილობას მოიცავს. ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთვის ერთი მილიარდი ამერიკული დოლარის დახმარების გაწევაზე.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში 15.00 საათზე დასრულდება. იგი თბილისიდან უკრაინაში გაემგზავრება.
http://interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=100&info_id=239335
