ფოთში აშშ-ის ხომალდს ჰუმანიტარულ ტვირთი მოაქვს
ფოთში აშშ-ის ხომალდს ჰუმანიტარულ ტვირთი მოაქვს
| [საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”] ხვალ, 14:30 საათზე, ფოთის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდი საქართველოში საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ჰუმანიტარულ ტვირთს შემოიტანს. დახვედრის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები მიიღებენ. ამერიკელი სტუმრების დასახვედრად მზადება ფოთის მერიაში დაწყებულია. ცერემონიის დამთავრების შემდეგ აშშ-ის სმხედრო ძალების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდებიან. |
