დანა პერინო – საქართველო MAP-ის მისაღებად ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს
"ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსადმი, რათა ის ნატოს წევრი გამხდარიყო, კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ქვეყანა ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს MAP-ის მისაღებად. ნატოს აპრილის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხს დეკემბერში დავუბრუნდებოდით, როცა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება", - აღნიშნა პერინომ.
მისი თქმით, ბოლო თვეების მოვლენების გამო ალიანსში მიერთების სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა ამ ახალი ქვეყნების, ახალი დემოკრატიების, რომელთაც სურთ თავისუფლება და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ამის შემდეგ ჟურნალისტებს და დანა პერინოს შორის საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მცირე დისკუსია გაიმართა. ჯორჯ ბუშის პრესმდივანმა ერთ-ერთი პასუხისას შეახსენა ჟურნალისტს, თუ რა განცხადებები გაკეთდა ევროპის ლიდერების მხრიდან, მათ შორის ანგელა მერკელის მიერ საქართველოსთან მიმართებაში. "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა არა მარტო ამერიკის, არამედ ევროპის მიერაც მოხდა", - დასძინა მან.
http://interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=100&info_id=239439
