წყნეთის სკოლიდან გამოსახლებული ახალგორელი დევნილები ოქროყანის საბავშვო ბაღში გადაიყვანეს
წყნეთის სკოლიდან გამოსახლებული ახალგორელი დევნილები ოქროყანის საბავშვო ბაღში გადაიყვანეს
როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალგორიდან დევნილმა მაია გაბრიელაშვილმა განუცხადა, 69 დევნილი, რომელთა შორის 1 კვირის ახალშობილი, ორსული ქალი და 15 მცირეწლოვანია, დღეს სკოლის დირექტორმა პოლიციის დახმარებით შენობიდან გამოაძევა.
მოგვიანებით დევნილები ოქროყანაში მდებარე საბავშვო ბაღში გადაიყვანეს, მაგრამ მინიმალური პირობების არ ქონის გამო, ისინი თბილისში ჩამოვიდნენ, პარლამენტთან მივიდნენ და ხელისუფლებას თავშესაფარი სთხოვეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" პარლამენტარ კობა სუბელიანს გორში დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ახალგორელი დევნილების პრობლემა მისთვის ცნობილია. სუბელიანის თქმით, ახალგორელი დევნილები ავტობუსებით ისევ ოქროყანაში გადაჰყავთ, სადაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო შესაბამის პირობებს შეუქმნის.
"რამდენიმე დღეში ყველაფერს მოვაწესრიგებთ. მათზე უარეს დღეში სხვა დევნილები არიან და თუ ახალგორელები აღნიშნულ ობიექტზე არ დარჩებიან, ოქროყანის საბავშვო ბაღში სხვა დვნილები შესახლდებიან. როცა ასეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ",_განაცხადა კობა სუბელიანმა.
ახალგორელი დევნილების განცხადებით, თუ ხელისუფლება ოქროყანის საბავშვო ბაღში მინიმალურ პირობებს ვერ შექმნის, ისინი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდებიან და მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ დაიშლებიან.
http://interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=300&info_id=239435
