ამერიკული ფლოტის ფლაგმანი ფოთშია, მოსკოვი უკმაყოფილოა
თუ შემთხვევაშიც რუსეთი სიჯიუტეს გამოიჩენს, მაშინ რა აზრი ექნება ამ სამშვიდობოების ჩამოსვლას, ან მინისტერიალების გამართვას. მთავარია, მათ “სამშვიდობო ზალებად” წოდებულ რუსულ ჯარს საბოლოო სტატუსი დაუდგინოს.
თუ რუსეთმა მშვიდობის დამყარების ნაცვლად ოკუპაცია მოახდინა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას. თორემ ძველი მანდატის შემთხვევაში, ალბათ, საფუძველიც ექნებათ, არ დათმონ პოზიციები.
ამასობაში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. აშკარაა, რომ დრო და სიტუაცია ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ ნამდვილად მუშაობს.
მსჯელობა იმის თაობაზე, რომელი კანდიდატის გამარჯვება უფრო აწყობს საქართველოს, ქარტველ პოლიტიკურ წრეებში უკვე დაწყებულია. მაგრამ საქართველოს საკუთარ ქვეყანაში არ ეკითხებიან რომელი გირჩევნიაო და ამერიკისას ვინ შეეკითხება?!
ფაქტი ერთია, ამ ომით მაკკეინის რეიტინგი აშკარად გაიზარდა და ახლა საეჭვოა, დარჩენილ დროში ბარაკ ობამამ ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინზე უკეთესი ხერხები მოიფიქროს - კონკურენტისათვის “შავი პეარის” განსახორციელებლად და ძველი რეიტინგის აღსადგენად.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3849