“ჩვენ მოვახდენთ ჩვენი კარების დისლოცირებას საქართველოში და ნებართვას რუსეთს არ ვთხოვთ”
“ჩვენ მოვახდენთ ჩვენი კარების დისლოცირებას საქართველოში და ნებართვას რუსეთს არ ვთხოვთ”
[ნინო ცხოიძე]ევროკავშირი მზადაა, საქართველოში დამკვირვებელთა დამატებითი მისია გაგზვნოს, რათა რუსეთი დაარწმუნოს ჯარის გაყვანის აუცილებლობაში.
ეს გადაწყვეტილება მიიღეს ევროპის კავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან არაოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ავინიონში მიმდინარეობს.
- “მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ჩქარა გავგზავნოთ მისია საქართველოში”.
რუსეთის პოზიცია უცვლელია: “რაც ჩვენია ჩვენია, რაც თქვენ მოიპოვეთ ისიც ჩვენია. მერე კი ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა არის თქვენი”.
- ”ეს კლასიკური ფორმულირებაა იმისა, რასაც ისინი უკვე ორი ასეული წელია ახორციელებენ. ჩვენ მოვახდენთ ჩვენი ჯარების დისლოცირებას საქართველოში და ნებართვას რუსეთს არ ვთხოვთ”, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3848