იულია ტიმოშენკოს ბლოკი დემოკრატიული კოალიციის შემადგენლობიდან არ გადის
რუსული სააგენტობის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ- მინისტრის, იულია ტემოშენკოს მიერ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ულტიმატუმზე გაგზავნილ საჯარო პასუხშია საუბარი.
"კოალიციისთვის მძიმე პირობების მიუხედავად, რომელიც თქვენ შექმენით, კოალიცია კვლავაც არსებობს. ამიტომ საუბარი მასში ჩვენს დაბრუნებაზე, სულ მცირე უცნაური და გაურკვეველია", _ ნათქვამია წერილში.
ტიმოშენკომ კვლავ უარყო მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით არაზუსტი პოზიციის გამო.
"საქართველოში არსებული ვითარები შეფასებისას, ჩვენი პოზიცია პირველივე დღეებიდან ნათელი და გასაგები იყო. ეს პოზიცია სრულად არის კოორდინირებული ევროკავშირის პოზიციასთან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარებას ეყრდნობა," _ აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.
ტიმოშენკოს ბლოკისადმი წაყენებული ულტიმატუმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რუსეთის აგრესიისა და რუსეთის ფლოტის მიერ საქართველოსთან საომარ მოქმედებებში უკრაინის ტერიტორიის გამოყენების შეფასებას ეხებოდა.
www.InterPressNews.ge
