შეთანხმება "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ", რომელიც საქართველოს, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გ
შეთანხმება "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ", რომელიც საქართველოს, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გააფორმეს, არასწორად არის ნათარგმნი
ამის თაობაზე "ნიუსლენდ.რუ" სააგენტო "ფრანს-პრესის" ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის განცხადებაა მოყვანილი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კონსულტაციების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კუშნერმა აღნიშნა, რომ ე.წ. "ბუფერულ ზონებთან" დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა რუსეთსა და ევროპას შორის გამოწვეულია დოკუმენტის არასწორი თარგმანით.
ფრანგმა მინისტრმა განმარტა, რომ მედვედევი-სარკოზის 6-პუნქტიანი გეგმა ხელმოწერილი იყო ფრანგულ ენაზე, ხოლო შემდეგ ითარგმნა ინგლისურ და რუსულ ენებზე. კუშნერის განცხადებით, მისთვის ცნობილია, ერთი კონკრეტული უზუსტობის შესახებ, ხოლო "დანარჩენი არც ისე მნიშვნელოვანია".
"ფრანს პრესის" განმარტებით, რუსულ ტექსტში საუბარია უსაფრთხოებაზე "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისათვის", მაშინ როცა ფრანგულ და ინგლისურ ვარიანტებში საუბარია უსაფრთხოებაზე ამ რეგიონებში. როგორც სააგენტოს მასალაშია აღნიშნული, აქედან გამომდინარე თარგმანის რუსული ვერსია ამართლებს რუსეთის მიერ "ბუფერული ზონების" შექმნას ქართულ ტერიტორიაზე.
