მოსკოვი გაეროში საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს ითხოვს
რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა 9 სექტემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამგვარი რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვა. თუმცა, მის თქმით, რეზოლუციის პროექტის წარდგენით რუსეთი საჭირო და მნიშვნელოვან ”პოლიტიკურ განცხადებას” აკეთებს.
”როიტერი” იტყობინება გაეროში აშშ-ს მისიის ოფიციალური წარმომადგენლის კაროლინ ვადინოს სიტყვებზე დაყრდნობით, რომ რეზოლუციის პროექტი არის ”რუსეთის მცდელობა ყურადღება გადაეტანა მისი რეალური ვალდებულებიდან” - რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აიღო.
ამავრდოულად, Associated Press-ს იტყობინება 10 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის უწყების უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ ისრაელის მთავრობამ გასცა განკარგულება, რომლითაც მოუწოდა თბილისისთან იარაღით ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესმენებს დაუყონებლივ შეწყვიტონ ვიზიტები საქართველოში.
