↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Მდესპანი

მამუკა ყურაშვილი მის დაპატიმრებას კატეგორიულად უარყოფს

pikaso22 1 წთ კითხვა 862 0 კომენტარი

მამუკა ყურაშვილი მის დაპატიმრებას კატეგორიულად უარყოფს

კონფლიტის ზონებში ქართველი სამშვიდობოების სარდლის, გენერალ მამუკა ყურაშვილის დაპატიმრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "პირველთან" საუბარში თავად ყურაშვილმა უარყო. "ამ დრომდე მკურნალობის კურსს ვაგრძელებ, ჩემი დაკავების შესახებ გავრცელებული ხმები კი სრული სისულელეა" – განუცხადა "პირველს" ყურაშვილმა, რომელსაც საომარი მოქმედებების დროს მიღებული დაზიანებები ჯერ კიდევ აწუხებს. შეგახსენებთ, რომ ქართველი სამშვიდობოების სარდალი მამუკა ყურაშვილი ცხინვალის რეგიონში საქართველო-რუსეთის ომის დროს ხელში მძიმედ დაიჭრა. ქართულ პრესაში კი უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ყურაშვილის სავარაუდო დაპატიმრების შესახებ.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · საზოგადოება და ეკონომიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი