სხეფერს იმედი აქვს, რომ საქართველო ნატო-ს დეკემბრის სამიტზე "სერიოზულ პროგრესს მიაღწევს"
სხეფერი უპასუხოდ ტოვებს კითხვას, მიიღებს თუ არა ნატო თავის რიგებში საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტებით
ნატო-ს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი ამჯერად უკვე უპასუხოდ ტოვებს კითხვას, მიიღებს თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მის რიგებში საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტებით. ეს კითხვა ჟურნალისტმა სხეფერს დღეს თბილისში, ნატო-ს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაუსვა. "ჩემი ხანგრძლივი პოლიტიკური გამოცდილება მიჩვენებს, რომ ასეთ შეკითხებს პასუხი არ უნდა გავცე", - განაცხადა სხეფერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ლადო გურგენიძესთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერნციაზე. ამასთან, მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ "ნატო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არასოდეს აღიარებს".სხეფერი: "ქვეყანას, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება სურს, არ შეიძლება, წევრობაზე უარი უთხრა"
ნატო-ს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, "ქვეყანას, რომელსაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი აქვს, არ შეიძლება, წევრობაზე უარი უთხრა". ეს განცხადება სხეფერმა დღეს თბილისში, ნატო-ს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ლადო გურგენიძესთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ამავდროულად მან თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, მიიღებს თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანში საქართველოს თავის რიგებში მოუგვარებელი კონფლიქტებით. "ჩემი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ვისწავლე, რომ მსგვავს შეკითხვებს პასუხი არ უნდა გასცე" – განაცხადა სხეფერმა.წყარო:საინფორმაციო სააგენტო პირველი.
