ნატო აცნობიერებს, რომ MAP-ი საქართველოსთვის რისკებს გაზრდის
მისივე შეფასებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ MAP-ით საქართველოს მეტი ზიანი არ მიაყენონ, ვინაიდან წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებით საქართველოსთვის სამხედრო საფრთხეების რისკი გაიზრდება, ნატო-ს კი რეგიონში წყლის ამღვრევა სულაც არ სურს.
ამასთან, ექსპერტი დადებითად აფასების ნატო-საქართველოს კომისიის შექმნას და აღნიშნავს, რომ ნატო-ს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, პირდაპირ კავშირი ჰქონდეთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ისეთ საკითხში, როგორიც არის საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა.
მისივე თქმით, ქვყენის ნატო-ში გაწევრიანებას ალიანსის წევრი ბევრი ქვეყანა მხარს უჭერს და ამის შესახებ პირდაპირ აცხადებს, მაგრამ არიან ქვეყნები, რომელთა დიპლომატები, სხვებისაგან განსხვავებით უფრო დიპლომატიურები არიან და ამჯობინებენ, ამ თემაზე პირდაპირ არ ისაუბრონ.
სესიაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებისგან ქვეყნის შემდგომ დემოკრატიზაციას, სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, მედიისა და სასამართლოს თავისუფლებას ითხოვენ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3983