ოფიციალური თბილისი 15 ოქტომბერს ჟენევაში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის არმიის სრულად გაყვანის საკ
ოფიციალური თბილისი 15 ოქტომბერს ჟენევაში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის არმიის სრულად გაყვანის საკითხს დააყენებს
საქართველოს ხელისუფლება 15 ოქტომბერს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის არმიის სრულად გაყვანის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა. როგორც ცნობილია, ჟენევის კონსულტაციები ე.წ. მედვედევ-სარკოზის გეგმის მე-6 პუნქტით არის გათვალისწინებული. დღეს კი მოსკოვმა ცხინვალსა და სოხუმთან "მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებები გააფორმა, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ორმაგი მოქალაქეობის საკითხებს და რუსეთის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიებზე სამხედრო ობიექტების მშენებლობასაც ითვალისწინებს.წყარო:საინფორმაციო სააგენტო პირველი.
