სააკაშვილი უარყოფს ”მილიონების” ხარჯვას ამერიკელ ლობისტებზე
ამის თქმისას გადაცემის წამყვანმა სტეფან საკურმა გააწყვეტინა სააკაშვილს და ჰკითხა: ”არავინ ერთი წამითაც არ უარყოფს იმას, რომ თქვენ ფანტასტიური PR გაქვთ და ბევრი მხარდამჭერი გყავთ ვაშინგტონში; ზოგი ამბობს, ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ თქვენ მილიონობით დოლარს ხარჯავთ ლობირებაზე და PR-ზე ვაშინგტონში არა მხოლოდ ბატონი მაკკეინის მრჩეველზე საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მან უამრავი ფული მიიღო თქვენი მთავრობისგან თავის ორგანიზაციაში [Orion Strategies]; ამრიგად, თქვენ ნამდვილად გყავთ PR-მეგობრები, მაგრამ როდესაც საქმე პრაქტიკულ საქმიანობას ეხება, რა გაგიკეთეს ამერიკელებმა იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ რუსებს, რაც უნდათ ის აკეთონ თქვენს ტერიტორიაზე?”
”ახლა ისე ლაპარაკობთ, როგორც ბატონი პუტინი,” - უპასუხა სააკაშვილმა ღიმილით. ”რა მილიონობით დოლარი? რა ლობისტები? ... ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ რამეში დავხარჯოთ, განსაკუთრებით ლობირებაში”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის პირადად იცნობს რენდი შეუნემანს და ბოლოს დაახლოებით ორი წლის წინ შეხვდა მას, როდესაც სენატორი მაკკეინი საქართველოში ჩამოვიდა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სენატორი მაკკეინი საქართველოს დემოკრატიული რეფორმების უზარმაზარი მხარდამჭერია და ”მე ამისთვის მისი მადლიერი ვარ”.
”ჩვენ ნამდვილად არ გაგვაჩნია რაიმე ურთიერთობები ჯონ მაკკეინთან და მის გარშემო მყოფ ადამიანებთან ლობირების თვალსაზრისით,” - განაგრძო მან. ”მე ვიცნობდი რენდის მანამდე [საქართველოში მაკკეინთან ერთად ჩამოსვლამდე], მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ არ გვაქვს რაიმე ფარული ან უხერხული ურთიერთობები რენდისთან ან განსაკუთრებით სენატორ მაკკეინთან”.
Washington Post-ი წერდა 31 აგვისტოს, რომ 2004 წლიდან Orion Strategies-მ საქართველოს ხელისუფლებისგან 800 000 აშშ დოლარი მიიღო.
