ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჰანსიორგ ჰაბერს საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დანიშნვა
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჰანსიორგ ჰაბერს საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დანიშნვა მიულოცა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანელ დიპლომატს ჰანსიორგ ჰაბერს საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნვა მიულოცა და კმაყოფილება გამოთქვა ამ გადაწყვეტილების გამო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, "ამ მისიის შესრულება ადვილი არ არის". "საქართველოში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ბევრი საკითხი ღიად დარჩა და მათი გადაწყვეტა უფრო რთული იქნება, ვიდრე მანამდე. ამ სიტუაციაში ევროკავშირის ყოფნას საქართველოში უდიდესი მნიშვნელობა აქვს" – განაცხადა შტაინმაიერმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ საპასუხისმგებლო პოსტზე ჰაბერი, როგორც კრიზისების დროს გამოცდილი დიპლომატი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. "ამ საკითხში გერმანიას, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება, დროის ის მცირე მონაკვეთი კი, რომელიც მისიის განხორციელების დაწყებამდე მოსამზადებლად განგესაზღვრათ, დიდი გამოწვევაა", - დასძინა მინისტრმა.წყარო: საინფორმაციო სააგენტო პირველი
