მოსკოვი ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობას თავად ეუთო-ს აკისრებს
მოსკოვი ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობას თავად ეუთო-ს აკისრებს
რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლება შეთანხმებების საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს და დამკვირვებლების გამაგრებას უშუალოდ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ითხოვს, რაც შეთანხმებით გათვალისწინებული არ არის". მისივე განცხადებით, "ჩაშლილ მოლაპარაკებაზე პასუხისმგებლობა ეუთოს ეკისრება, რადგანაც იგი ქართული მხარის სურვილებს ემორჩილება". როგორც ცნობილია, რუსულმა დელეგაციამ ეუთო-ში საქართველოში დამატებითი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის საკითხზე მოლაპარაკებები ჩაშალა. ამ საკითხის განხილვას მოსკოვმა ვეტო დაადო. ამასთან, საქართველოში უკვე მყოფი ეუთო-ს 20-კაციანი მისია ცხინვალის რეგიონში არ შეუშვესწყარო: საინფარმაციო სააგენტო პირველი.
