↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Კდესპანი

კახელი გლეხების თქმით, მათი გასაჭირით ”რუსთავი-2” არ დაინტერესდა

pikaso22 2 წთ კითხვა 1089 0 კომენტარი

კახელი გლეხების თქმით, მათი გასაჭირით ”რუსთავი-2” არ დაინტერესდა

[”ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRIDC)]
როგორც მევენახეებმა ”ადამიანის უფლებათა ცენტრს” აცნობეს, უკვე მეოთხე დღეა, საფერავი აქვთ დაკრეფილი და ჩაბარებას ვერ ახერხებენ. ყურძენი მანქანის ძარებზე დამჟავდა და წვენისგან დაიცალა.

80-მდე სატვირთო მანქანა ყვარელში, ქინძმარაულის ღვინის ქარხნის შენობასთან დგას. 42 სატვირთო მანქანა გურჯაანში, სოფელ ჭანდრის ღვინის ქარხანასთან, 23 ვაჩნაძეანში და 32 წნორში. ჭანდრის ღვინის ქარხანაში შესულმა ინვესტორმა უნაღდო ანგარიშწორებით ყურძნის მიღება რამდენიმე წუთის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მივიდა. გლეხებს ფულის გადახდას უახლოეს დღეებში დაპირდნენ.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · საზოგადოება და ეკონომიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი