ნიუ-იორკში მუშაობა დაიწყო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიამ
სესაზე განიხლება ისეთი საკითხები, როგორებიც არის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვა, სოციალური და ეკონომიკური საკითხები.
გარდა ამისა, იგეგმება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების, გენერალური ასამბლეის საქმიანობის გააქტიურების და შიდსთან ბრძოლის საკითხთა განხილვა.
საერთო პოლიტიკური დისკუსია 23 სექტემბერს დაიწყება და პირველი ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გაერო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დისკუსიაზე დაგეგმილია საქართველოს, ბრაზილიის, აშშ-ის, საფრანგეთის, სერბეთის, არგენტინის, გაბონის, ირანისა და ლიტვის პრეზიდენტების გამოსვლები.
~დსთ-ის ქვეყნების ლიდერთაგან პირველი 24 სექტემბერს, დილით, გენერალურ ასამბლეას უკრაინის პრეზიდენტი მიმართავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, სიტყვით 29 სექტემბერს გამოვა~, - იუწყება გაერო-ს პრესსამსახური.
InterPressNews.ge
