ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის #1 საჯარო სკოლაში ქართული სექტორი გაუქმდა
ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის #1 საჯარო სკოლაში ქართული სექტორი გაუქმდა
ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის #1 საჯარო სკოლაში ქართული სექტორი გაუქმდა. "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ინფორმაციით, ქართული სექტორის გაუქმება სკოლის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. კაბალის #1 საჯარო სკოლაში ძირითადად აზერბაიჯანელი ეროვნების ბავშვები სწავლობენ. ქართული ენა სკოლის დაწყებით კლასებში ისწავლებოდა. ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მანანა ჩიკვაიძის განცხადებით, ამის მიზანი ის იყო, რომ აზერბაიჯანელ ბავშვებს ქართული ენა შეესწავლათ. ქართული სექტორის გაუქმების წინააღმდეგი იყო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ბაჰარ იანუსოვი, თუმცა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ამით ალიევმა სამეურვეო საბჭოს მოსაზრება არ გაითვალისწინა. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, კაბალის #1 საჯარო სკოლაში წელს ამ მიზეზით პირველი კლასი არ გაიხსნა. მისივე თქმით, სკოლის დირექციამ 40-ზე მეტი ბავშვის საბუთების მიღებაზე უარი განაცხადა.www.pirveli.com.ge
