საფონდო კრიზისმა რუსეთში პუტინის რეიტინგი შეარყია
საფონდო კრიზისმა რუსეთში პუტინის რეიტინგი შეარყია
საფონდო კრიზისმა რუსეთში პუტინის რეიტინგი შეარყია. ამ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" ავრცელებს. მისი ინფორმაციით, გასულ კვირას რუსეთის საფონდო ბაზარზე დაფიქსირებულმა კრიზისმა პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტი ქვეყანაში საგრძნობლად შეამცირა. როგორც გაზეთი აღნიშნავს, "პუტინის მიერ გატარებული კურსი აქამდე არ შერყეულა და ეკონომიკის ზრდას და სტაბილურობას აფიქსირებდა, ახლა კი სხვა მდგომარეობაა და მალე გაჩნდება სერიოზული კითხვები, არის თუ არა "პუტინის ფორმულა" რუსეთისათვის გრძელვადიანი წარმატების მომტანი".www.pirveli.com.ge
