ჟურნალისტიკაში შექმნილი პრობლემების დასაძლევად მასედიის წარმომადგენლობით შეხვედრაზე სპეციალურ პროექტ
ჟურნალისტიკაში შექმნილი პრობლემების დასაძლევად მასედიის წარმომადგენლობით შეხვედრაზე სპეციალურ პროექტს შეიმუშავებენ
ჟურნალისტიკაში შექმნილი პრობლემების დასაძლევად მასედიის წარმომადგენლობით შეხვედრაზე სპეციალურ პროექტს შეიმუშავებენ. 24 სექტემბერს საქართველოში შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით მასმედიის წარმომადგენლობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. როგორც "პირველს" საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირიდან აცნობეს, შეხვედრაზე სიტყვის თავისუფლების, ჟურნალისტთა დამოუკიდებლობისა და ცხელ წერტილებში მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და შემოქმედებითი თავისუფლების აუცილებელი დაზღვევის შესახებ იქნება საუბარი. შეხვედრის შემდეგ მასმედიის პრობლემების დასაძლევად შეჯერებული პროექტი მომზადდება. შემუშავებული წინადადებები და პროექტი საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს მიეწოდება.www.pirveli.com.ge
