პაატა ბურჭულაძე და მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები სპორტის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ
პაატა ბურჭულაძე და მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები სპორტის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ
აღნიშნულ აქციის შესახებ "თიბისი ბანკის" სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს პაატა ბურჭულაძემ, კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა, "თიბისი ჯგუფის" ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ და ოპერის ვარსკვლავებმა ისაუბრეს.
პაატა ბურჭულაძესთან ერთად, 25 სექტემბრის აქციაში მონაწილეობენ ოპერის მსოფლიო ვარსკვლავები: ლუჩიანა დინტინო (მეცო-სოპრანო), ოლგა რომანკო-პრიმავერა (სოპრანო), და რამონ ვარგასი (ტენორი). ოპერის სიმფონიურ ორკესტრსა და გუნდს მიგელ გომეს-მარტინესი უდირიჟორებს.
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ომის შედეგად დღეს არსებული მონაცემებით, 70 ბავშვი დაობლდა.
მისივე თქმით, 25 სექტემბრის საღამო, რომელზეც ჯუზეპე ვერდის "რექვიემი" შესრულდება, აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება. საღამოდან შემოსული თანხა კი ომის შედეგად დაობლებულ ბავშვებს მოხმარდებათ.
