ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთი დაიტბორა
ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთი დაიტბორა
წუხელ ქობულეთში მოსული წვიმის შედეგად, 400-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა.
როგორც ქობულეთის გამგებელმა ვასილ თავართქილაძემ განაცხადა, წუხელ მოსულმა წვიმამ მდინარეების აჭყვისა და კინწვისის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ქობულეთში: გელაურის დასახლების, რუსთაველის ქუჩის მონაკვეთის, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ემტეესის დასახლების და აღმაშენებლის ქუჩის ნაწილის მაცხოვრებლებს სახლები დაეტბორათ.ვასილ თავართქილაძის თქმით, წყლის დონემ ერთ მეტრამდე მიაღწია. მისივე თქმით. დილიდანვე მობილიზებულია ქობულეთისა და ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. გაწმენდითი სამუშაოოები და წყლის ამოტუმბვა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ქობულეთი ხოცუვანის გზაზე ძლიერი ქარის და წვიმის შედეგად მოგლეჯილმა ევკალიპტის ხემ, ერთი სატვირთო მანქანა დააზიანა. საავტომობილო გზაზე მოძრაობა უკვე აღდგენილია.www.News.info.ge
