მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს გაეროს პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს
"რუსეთმა სამხრეთ ოსეთი აღიარა, სადაც 20 000-მდე ეთნიკური ოსი ცხოვრობს და აფხაზეთი, სადაც 50 000 ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს. ამ ფაქტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ზოგადად საერთაშორისო სამართლის პრინციპები. 100 000-ობით ქართველი ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა, დაირღვა ადამიანის უფლებების დაცვის იდეა. ამ ყველაფერმა გენერალური ასამბლეა დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ არა მარტო მილიტარისტული აგრესიის წინააღმდეგ, არამედ დაგმოთ აგრესია მისი ნებისმიერი გამოხატულებისა. უნდა გაიცეს პასუხი კითხვებზე - იქნება თუ არა ეს ორგანიზაცია ფუნდამენტალური პრინციპების დამცველი, დაიცავს თუ არა ის ქვეყნებს ტანკების შეჭრის, ეთნიკური წმენდისა თუ კიბერნეტიკული შეტევებისაგან. უნდა შევიმუშავოთ პოლიტიკა, რათა არ დავუშვათ ამ რეგიონების აღიარება, უზრუნველვყოთ, რომ ყველა მხარე დაემორჩილოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, უნდა შემუშავდეს პროცესი, რომელიც დაეხმარება საქართველოს მისი საზღვრების აღდგენაში. ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო საზოგადოების მთელი ძალა გამოვიყენოთ. ეს კრიზისი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენ არ ვაპირებთ ჩარჩოებში ჩაკეტვას, რადგან როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს არაფრის გვეშინია",-განაცხადა სააკაშვილმა.
www.InterPressNews.ge
