↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ღდესპანი

ღია წერილი ჩემს საყვარელ და პატივცემულ მანდილოსნებს: არ ვისროლოთ

pikaso22 5 წთ კითხვა 647 0 კომენტარი

ღია წერილი ჩემს საყვარელ და პატივცემულ მანდილოსნებს: არ ვისროლოთ

[ირაკლი კაკაბაძე]
ამ ბოლო დროს, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სამაჩაბლოს უბედურების დაწყების შემდეგ, რამოდენიმე ჩემთვის საპატივცემულო მანდილოსანი დამიკავშირდა ელექტრონულად და ცოტა არ იყოს აღელვებული ტონით მომწერა წერილები. ცხადია, ისინი ჩემს პოზიციას არ იზიარებდნენ, რისი უფლებაც რაღა თქმა უნდა ყველას გვაქვს.

ისინი განსაკუთრებით სააკაშვილის შესახებ ჩემს მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა გააბრაზა. რაღა თქმა უნდა, მე თვითონაც ძალიან მწყდება გული იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭები საზარბაზნე ხორცად გაიხადა საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

ღმრთმა ქნას, მე ვცდებოდე და არ აღმოჩნდეს მართალი ის საზარელი ინფორმაციები, რომლებიც კოფნლიქტის ზონიდან მოდის. ის, რომ უამრავი მშვიდობიანი მოსახლე არის დაღუპული ბარბაროსულ-იმპერიალისტური ძალების და მათი მოკავშირე გასამხედროებული დაჯგუფებების მიერ.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · საზოგადოება და ეკონომიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი