მოსკოვის ცენტრში ბატალიონ “ვოსტოკის” ყოფილი მეთაური სულიმ იამადაევი მოკლეს
თბილისი.24.09.08.”ჯი-ეიჩ-ენი”. მოსკოვის ცენტრში ბატალიონ “ვოსტოკის” ყოფილი მეთაური, რუსეთის გმირი, სულიმ იამადაევი მოკლეს. “მერსედესის” მარკის ავტომანქანა, რომელშიც იამადაევი იჯდა 18:30 საათზე მოკოვის ცენტრში, სმოლენსკის სანაპიროზე დაცხრილეს. უცნობმა პირებმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნეს, რის შედეგადაც იამადაევი ადგილზე გარდაიცვალა, მასთან ერთად მანქანაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
იამადაევმა რუსეთის გმირობა ჩეჩნეთის წინააღმდეგ განხორციელებული საომარი მოქმედებების დროს მიიღო. ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია მასსა და ჩეჩნეთის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ამ დაპირისპირებაში იამადაევს უშუალოდ “ფსბ” ლობირებდა.
იამადაევი ერთ-ერთი პირველი იყო, რომლის ჩეჩნურმა დაჯგუფებამაც აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაში მიიღო მონაწილეობა.
იამადაევი ერთ-ერთი პირველი იყო, რომლის ჩეჩნურმა დაჯგუფებამაც აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაში მიიღო მონაწილეობა.
