ეუთო კავკასიის პრობლემის მოგვარების ახალი მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოდის
ეუთო კავკასიის პრობლემის მოგვარების ახალი მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოდის
როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ალექსანდრე სტუბი აცხადებს, უნდა შეიქმნას საერთაშორისო მექანიზმი, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების უფლება ექნება.
სტუბი მიიჩნევს, რომ ასეთი მექანიზმის შექმნა სარკოზი-მედვედევის გეგმის რეალიზების მომდევნო ნაბიჯი გახდებოდა.
მისი თქმით, საერთაშორისო მექანიზმის მუშაობაში კონფლიქტში ჩართული მხარეების გარდა მნიშვნელოვანი როლი გაერომ, ეუთომ და ევროკავშირმა უნდა შეასრულონ.
www.InterPressNews.ge