ნანი ბრეგვაძემ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა
ნანი ბრეგვაძემ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა
ცნობილმა ქართველმა საესტრადო მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ, სანკტ-პეტერბურგის კაპელასთან დღეისთვის დაგეგმილი კონცერტი გააუქმა.
პეტერბურგის სახელმწიფო აკადემიური კაპელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის ირინა გლადუნკოს განცხადებით, კაპელას ნანი ბრეგვაძის ადმინისტრატორი დაუკავშირდა და კონცერტის გაუქმების შესახებ აცნობა.
"მიზეზების შესახებ ბრეგვაძის ადმინისტრატორს არაფერი უთქვამს. მათ უბრალოდ უარი თქვეს ჩვენი დარბაზის დაქირავებაზე. ყველაფერი მოლაპარაკებების სატადიაზე დასრულდა. მათ ჩვენთვის ზარალი არ მოუყენებიათ", - განაცხადა გლადუნკომ სააგენტო "რინ-ნოვოსტისთან" საუბრისას.
აღნიშნული კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ნანი ბრეგვაძემ კომენტარი გააკეთა ქართულ პრესასთან საუბრისას და აღნიშნა, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ, მას რუსეთში კონცერტის გამართვის სურვილი აღარ აქვს.
www.InterPressNews.ge
