ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანა უკვე თბილისშია
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანა უკვე თბილისშია
მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 25 წუთის დაგვიანებით დაეშვა.
სოლანას აეროპორტში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე დახვდნენ.
დელეგაციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კომენტარის გარეშე დატოვა და იგი უკვე გაემგზავრა, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში, სადაც ჰავიერ სოლანა შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, უშიშროების საბჭოს მდივანს კახა ლომაიას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ამის შემდეგ კი ჰავიერ სოლანა გორშიDგაემგზავრება, სადაც დევნილებს მოინახულებს.
www.InterPressNews.ge
