გადაარჩენს თუ არა გურგენიძის კარიერას ბარაკ ობამასთან მეგობრობა?
თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო სერიოზულადაა: საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი აშშ–ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის ბარაკ ობამას ყოფილი თანაკურსელია – ისინი ერთად ემორის უნივერსიტეტის ბიზნეს–კლასში სწავლოდბენენ.
``მართალია, ამერიკაში პრეზიდენტობაზე დანიძლავება რთული საქმეა, მაგრამ გურგენიძე, ჯერჯერობით, მაღალი კოზირივითაა, გააჩნია, რა კარტს ჩამოვა ``თეთრი სახლი,`` – წერს დღევანდელი ``ქრონიკა``.
ეს ვერსია არცთუ არასერიოზულად გამოიყურება, თუ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში მსგავს შემთხვევებს გავიხსენებთ. ასე მაგალითად, ფილიპინების პრეზიდენტი გლორია აროიო ამ პოსტს ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტში ბილ კლინტონის კურსელობას უნდა უმადლოდეს: ცნობილია, რომ სწორედ აშშ–ის ყოფილმა პრეზიდენტმა შეუწყო ხელი ფილიპინელი კურსელის გაპრეზიდენტებას.
რამდენად გადამწყვეტი იქნება ლადო გურგენიძისთვის ობამას კურსელობა, ამას მომავალი გვიჩვენებს.
