ევროსაბჭოს რევერანსი რუსეთს
აღნიშნული კომიტეტის წევრ ივან სავიდის მიაჩნია, რომ ცხინვალზე განხორციელებული თავდასხმის გამოსაძიებლად, ქართული მხარის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალისათვის საკმარისზე მეტი მტკიცებულებები და ფაქტები არსებობს. კერძოდ, მისივე თქმით, დაღუპულია 1’500 ადამიანი, ხოლო 3’000 მშვიდობიანი მოსახლე დევნილია, განადგურებულია ქალაქი ცხინვალი და მისი რაიონის სოფლები.
სამწუხაროდ ”ინტერ-ფაქსთან” საუბრისას ივან სავიდის ”ავიწყდება” 7 აგვისტოს შემდგრომ დღეებში, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ განხორცილებეულ საჰაერო იერიშებსა და იმ ზარალზე, რაც ქვეყანამ მათი საოკუპაციო ჯარის შემოსვლის შედეგად განიცადა.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სავიდის განცახადებას საინფორმაციო ომის რუსეთის სასარგებლოდ შეტრიალების მცდელობად მიიჩნევს, რათა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველო აგრესიულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს.
რუსეთის მხრიდან ამგვარი ომახიანი განცხადებების საფუძვლად კი ქართველი ექსპერტი სწორედ ევროსაბჭოს 3 ოქტომბრის რეზოლუციას ასახელებს, სადაც ქართული მხარე ცხინვალში საომარი მოქმედებების დამწყებად არის მიჩნეული, ხოლო რუსეთისათვის წაყენებულია მოთხოვნა, - იანვრამდე გააუქმოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების დამუკიდებლობის ცნობის დოკუმენტი.
რუსეთის მიმართ ევროპის გარკვეული სტრატეგიული ინტერესების არსებობას კრემლი დიდი ხანია თავის სასარგებლოდ იყენებს. თუდაც ის ფაქტი, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციის პირობების არშესრულების შემთხვევაში რუსეთს ულტიმატუმის სახით, ამ ორგანიზაციაში ხმის უფლების ჩამორთმევით უნდა დამუქრებოდნენ, კენჭისყრის დროს 4 დელეგატის ხმამ რუსეთის სასარგებლოდ გადაწონა და საბოლოო ჯამში მას საბჭოდან გარიცხვა აღარ ემუქრება.
ევროპის ინტერესი გასაგები და ნათელია, გასაგებია ისიც, რომ მას ანგარიშს გაუწევენ. საქართველოს ხელისუფლების დიდი იმედების მიუხედავად, აგვისტოს შემდგომ დასავლეთში ვნებათაღელვა მიწყნარდა და იმის საშიში წინაპირობა იკვეთება, რომ ამ სიტუაციაში საქართველო ორმხრივად დაზარალებული აღმოჩნდება.
ქართველი ექპერტის ნიკოლოზ ჩიტაძის აზრით, ასეთი საშიშროების თავიდან ასაცილებლად საქართველოს სჭირდება მოქნილი პოლიტიკა და დიპლომატია, რათა სათანადოდ დაამტკიცოს, რომ საქართველო-რუსეთის ომი გაცილებით ადრე დაიწყო და არა 7 აგვისტოს. საამისო მტკიცებულებები კი ქართულ მხარეს საკმარისად აქვს.
კერძოდ, საქართველომ რამდენჯერმე არ უპასუხა რუსეთის პროვოკაციას; აგვისტოს მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე რუსეთის სარკინიგზო და სადესანტო ძალები შემოვიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომ ყოველთვის ირღვეოდა საქართველოს საჰაერო სივრცე და რომ მთელი 15 წლის განმავლობაში რუსეთი საქართველოს მიმართ ირიბ აგრესიას ახორციელებდა.
გარდა ამისა, ეხმარებოდა სეპარატისტულ რეჟიმებს, როგორც სამხედრო თვალსაზრისით ისე ფინანსურად, - ეს ყველაფერი ჩიტაძის აზრით, საქართველომ საერთაშორისო ტრიბუნაზე უნდა გამოაქვეყნოს, რადგან გარკვეულ წილად უკვე თავის მართლება გვიწევს.
ნიკოლოზ ჩიტაძე: ”საქართველოს სუვერენული უფლება იყო დაიწყებდა თუ არა საომარ მოქმედებებს საკუთარ ტერიტორიაზე. არც ერთ საერთაშორისო სამართლის პრინციპს ეს არ ეწინააღმდეგება. ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოს მტკიცე პოზიციაზე.
თითოეულ სუვერენულ ქვეყანას, საერთაშორისო სამართლის სუბიექტს აქვს უფლება განახორციელოს შეიარაღებული ძალების, საპოლიციო იქნება ეს თუ სამხედრო, საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილება. მითუმეტეს, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთში ფუნქციონირებდა 3’000 კაციანი უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, როგორც ოსური ბანდ-ფორმირებები, ისე დაქირავებული ჩრდილოკავკასელები. აქედან გამომდინარე საქართველოს სრული უფლება ქონდა, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს აღეკვეთა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების თარეში საკუთარ ტერიტორიაზე.
მით უმეტეს, რომ საერთაშროსი თანამეგობრობა და მათ შორის რუსეთი, 2008 წლის 25 აგვისტომდე სცნობდა ე.წ სამხრეთ ოსეთს, როგორც საქართველოს შემადგენელ ნაწილად, აქედან გამომდინარე საქართველოს ეს ქმედება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს.
არ არსებობს საერთაშორისო სამართალში კონვენცია, რომელიც კრძალავს დამოუკიდებელი ქვეყნის სამხედრო ქმედებას საკუთარ ტერიტორიაზე. აქ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე დაირღვა თუ არა ჟენევის კონვენცია. კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები.
ქართული სამხედრო ნაწილების მხრიდან ადგილი ჰქონდა თუ არა რეგიონის მშვიდობიანი მოქალაქეების დაწიოკებასა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას. ამ შემთხვევაში საქართველოს შეიძლება მოეთხოვოს გარკვეული პასუხი. მაგრამ, იმაში რომ საქართველომ ომი დაიწყო, ვერავინ დაგვადანაშაულებს. მე არ ვიცავ საქართველოს ხელისუფლებას, ვსაუბრობ დამოუკიდებელი ქვეყნის უფლებებზე”.
ქართველი ექსპერტებისა და ოპოზიციისაგან განსხვავებით სახელისუფლებო გუნდი ევროსაბჭოს 3 ოქტომბრის რეზოლუციით კმაყოფილია. ოპოზიციონერ ლიდერებს განსაკუთრებით რეზოლუციის ის მუხლი აწუხებთ სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ გადაუხვია მშვიდობის თეორიას. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული კონტრშეტევა, გადაჭარბებული იყო და ადამიანის უფლებები ამ შემთხვევაშიც დაირღვა.
პოლიტიკური პარტია ’’ახალი მემარჯვენეების” წევრის ფიქრია ჩიხრაძის აზრით ყველაზე მძიმე საქართველოს რეალობისათვის არის ის რომ, ეს ყოველივე უკვე ოფიციალურ დოკუმენტში გაფორმდა, რაც მისი თქმით, ძალიან ლახავს საქართველოს რეპუტაციას და მსოფლიო საზოგადოებაში ქმნის წარმოდგენას, რომ ჩვენ ვართ არშემდგარი სახელმწიფო.
- ”ჩვენ ვართ არშემდგარი, არაპროგნოზირებადი ქვეყანა, რომლის ნდობა არ შეიძლება. სააკაშვილს აფრთხილებდა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენი მეგობარი ქვეყნები, არც ერთ შემთხვევაში არ წამოგებულიყო პროვოკაციაზე. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ არ გველოდება მეპ-ი დეკემბერში. შესაბამისად ნატო-ს პერსპექტივა ბუნდოვანია. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკვე განაცხადა, რომ გერმანია ისევ წინააღმდეგია, რომ საქართველოს მეპ-ი მიენიჭოს, იგივე აზრს ადგანან ბელგია და საფრანგეთიც. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე დავემშვიდობეთ ცივილიზებულ თამამეგობრობაში ინტეგრაციას,”- აცხადებს ჩიხრაძე.
ქართველ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 3 ოტომბრის ევროსაბჭოს სხდომაზე ქართულ დელეგაციას სიმტკიცე უნდა გამოეჩინა და არ დაეშვა მიუღებელი მუხლების მიღება.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ევროპის საბჭოს რეზოლუციას, თავად ევროსაბჭოს მხრიდან რუსეთის წინაშე ერთგვარ ”პირის მოწმენდად” აფასებს, მისი თქმით, ძალიან კარგად იცოდენენ ევროპულმა სტრუქტურებმა, რაც ხდებოდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. მათ დამკვირვებლებიც ჰყავდათ იქ და ინფორმაციაც ჰქონდათ.
- ”გაეროს 88 დამკვირვებელი იყო სოხუმში 1993 წელს, იმ დროისათვის სადმე გინახავთ დასკვნა ქართველების გენოციდის შესახებ? ამ დამკვირვებლების საქმეა, შეტყობინება და არა - რაიმე კრიმინალის ან დანაშაულის აღკვეთა. ეს რეზოლუცია არის რუსეთის მიმართ დასავლეთის რევერანსი, რომ ორივე მხარე დამანშავეა,” - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
- ”ცხინვალში ომი გადაწყვეტილი იყო და ამას ვერ გაექცეოდა ქართული მხარე. რადგან რუსეთს გადაწყვეტილი ჰქონდა აქ ომის დაწყება. ერთადერთი, რაშიც შემიძლია დავადანაშაულო ქართული მხარე, ეს არის ცხინვალის არამიზნობრივი დაბომბვა და ქალაქის განადგურება,”- აცხადებს ქართველი ექსპერტი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4288